Dogo

უსაფრთხოების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026-09-10

1. რას ვამოწმებთ მომვლელის დაშვებამდე

„ვერიფიცირებული" ნიშანი ნიშნავს, რომ Dogo-ს გუნდმა ხელით შეამოწმა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სელფი, დოკუმენტთან შესადარებლად;
  • 18+ ასაკი — 18 წლამდე პირი მომვლელად ვერ დარეგისტრირდება;
  • პროფილის ინფორმაციის სისრულე და შესაბამისობა შემოთავაზებულ მომსახურებასთან.

გულწრფელად ვამბობთ, რა არ შედის ვერიფიკაციაში: ნასამართლობის შემოწმება, სამედიცინო შემოწმება, ბინის ფიზიკური ინსპექტირება. ვეტერინარს ვუმოწმებთ ლიცენზიას, გრუმერს — სერტიფიკატს, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი ვერ ცვლის შენს საკუთარ შეკითხვებს.

2. დაჯავშნამდე — იკითხე ჩატში

ყველა შეთანხმება პლატფორმის ჩატში ხდება და ჯავშნით ფორმდება. სანამ დაჯავშნი, სწორედ ჩატშია დროული იკითხო:

  • სად დარჩება ან სად მოხდება მომსახურება და რა პირობებში;
  • კიდევ რამდენი ცხოველი იქნება იმავე დროს;
  • რამდენ ხანს დარჩება ძაღლი მარტო;
  • გასეირნების მარშრუტი და კვების რეჟიმი;
  • ვეტერინარის შემთხვევაში — რა შედის ფასში და რა შეიძლება დაემატოს ადგილზე;
  • გრუმერის შემთხვევაში — რა ხდება, თუ ბეწვი მოსალოდნელზე გაბურდულია.

გადახდა მხოლოდ პლატფორმაზე. თუ ვინმე გთხოვს, საიტის გვერდის ავლით მოაგვაროთ საქმე, ეს არის სიგნალი: ასეთ შეთანხმებას არ იცავს არც გადახდის სისტემა, არც დავების განხილვა, და მასზე შეფასების დაწერაც შეუძლებელია. შეგვატყობინე.

3. ძაღლის პროფილი — სავალდებულო ინფორმაცია

დაჯავშნამდე ძაღლის პროფილში უნდა იყოს მითითებული:

  • სახელი, ჯიში, ასაკი, ზომა და წონა;
  • ვაქცინაციის სტატუსი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიმდინარე მედიკამენტები (დოზა და დრო);
  • ალერგიები;
  • ქცევა სხვა ძაღლებთან, კატებთან, ბავშვებთან და უცნობებთან;
  • separation anxiety;
  • გაქცევის ან კბენის ისტორია — ამის დამალვა წესების არსებითი დარღვევაა;
  • ვეტერინარის კონტაქტი;
  • გადაუდებელი საკონტაქტო პირი;
  • კვების და გასეირნების რეჟიმი.

4. გადაცემა და შემოწმება

მომსახურების დაწყებამდე ორივე მხარე ადასტურებს გადაცემას:

  • ძაღლის მდგომარეობა გადაცემის მომენტში;
  • გადაცემული ნივთები (საკინძი, საბელი, საკვები, მედიკამენტები, სათამაშო);
  • დაბრუნების ზუსტი დრო და ადგილი;
  • გადაუდებელი კონტაქტების გადამოწმება.

5. მომსახურების დროს

  • მიმოწერა ხდება მხოლოდ პლატფორმის ჩატში — ასე რჩება ჩანაწერი დავის შემთხვევაში.
  • მომვლელი აგზავნის განახლებებს და ფოტოებს.
  • მომსახურების დასრულებისას მომვლელი ავსებს მოვლის ანგარიშს: დაწყების და დასრულების დრო, ხანგრძლივობა, ფოტოები, კვება, გასეირნება, ძაღლის განწყობა და შენიშვნები.
  • მომსახურების დასრულებას ადასტურებს ორივე მხარე.

6. გადაუდებელი შემთხვევები

ძაღლი გაიქცა ან დაიკარგა

1. მომვლელი დაუყოვნებლივ იწყებს ძებნას იმავე ადგილას და აცნობებს პატრონს ჩატში და ტელეფონით. 2. პატრონს ეგზავნება ბოლო ცნობილი ლოკაცია და დრო. 3. მომვლელი ატყობინებს Dogo-ს მხარდაჭერას: info@zentra.ge. 4. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მიმართვა ადგილობრივ სამსახურებსა და თავშესაფრებს. 5. ჯავშნის თანხა შეყოვნდება დავის განხილვამდე.

ძაღლი დაშავდა ან ავად გახდა

1. მომვლელი აფასებს მდგომარეობას და დაუყოვნებლივ უკავშირდება პატრონს. 2. თუ პატრონი მიუწვდომელია და მდგომარეობა გადაუდებელია, მომვლელი მიმართავს პროფილში მითითებულ ვეტერინარს, ან უახლოეს ვეტკლინიკას. 3. მომვლელი ინახავს ყველა დოკუმენტსა და ქვითარს. 4. ინციდენტი უნდა ეცნობოს Dogo-ს 24 საათის განმავლობაში.

ვის ეკისრება ვეტერინარული ხარჯი

  • პატრონს — თუ საქმე ეხება არსებულ დაავადებას, ქრონიკულ მდგომარეობას, ასაკს, გამჟღავნებულ ან დაუმალავ ჯანმრთელობის პრობლემას, ან შემთხვევას, რომელიც მოვლის სათანადო შესრულების პირობებშიც მოხდებოდა.
  • მომვლელს — თუ ზიანი გამოწვეულია მისი დაუდევრობით, ინსტრუქციის დარღვევით ან პროფილში მითითებული პირობების უზრუნველყოფის უუნარობით.
  • სადავო შემთხვევაში — Dogo განიხილავს ჩატის მიმოწერას, მოვლის ანგარიშს, ვეტერინარის დოკუმენტაციასა და ორივე მხარის განმარტებას და გამოაქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თანხის განაწილების შესახებ.

გაითვალისწინეთ: Dogo არ არის სადაზღვევო კომპანია და არ სთავაზობს სამედიცინო ან ქონებრივ დაზღვევას. ჩვენი დაცვა შემოიფარგლება გადახდის შეყოვნებით, ინციდენტის განხილვითა და თანხის დაბრუნების მექანიზმით.

7. ინციდენტის შეტყობინება

ნებისმიერი ინციდენტი — ცხოველის დაზიანება, აგრესია, ქონების დაზიანება, შეურაცხმყოფელი ქცევა, თაღლითობის ეჭვი — უნდა შეგვატყობინოთ:

  • ჩატში „გასაჩივრების" ღილაკით, ან
  • ელფოსტით info@zentra.ge ჯავშნის ნომრის მითითებით.

ჩვენ დაგიდასტურებთ მიღებას და გამოძიების განმავლობაში შესაძლოა შევაჩეროთ შესაბამისი პროფილი და თანხის გადარიცხვა.

8. აკრძალული პრაქტიკა

თქვენივე უსაფრთხოებისთვის დაუშვებელია:

  • ჯავშნისა და გადახდის მოწყობა პლატფორმის გარეთ — ასეთ შემთხვევაში დაცვა, ანგარიში და დავის განხილვა არ მოქმედებს;
  • ტელეფონის ნომრის, ბარათის მონაცემების ან IBAN-ის გაზიარება ჩატში ჯავშნის დადასტურებამდე (ჩატი ავტომატურად ამოწმებს ასეთ ნიშნებს);
  • ძაღლის მესამე პირისთვის გადაცემა პატრონის თანხმობის გარეშე;
  • მომსახურების გაწევა სხვისი პროფილიდან.

9. კონტაქტი

მხარდაჭერა:

  • ელფოსტა: info@zentra.ge
  • ტელეფონი: +995 598 98 69 86
  • სამუშაო საათები: 9:00–19:00

დოკუმენტი საინფორმაციო ხასიათისაა და არ ცვლის იურიდიულ კონსულტაციას. კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმართეთ კვალიფიციურ იურისტს.